ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი საჯარო დაწესებულებების ვებ-გვერდების მონიტორინგის შედეგებს წარადგენს
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი საჯარო დაწესებულებების ვებ-გვერდების მონიტორინგის შედეგებს წარადგენს
15:22 18.09.2012
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ხვალ ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისში, საჯარო დაწესებულებების ვებ-გვერდების  მონიტორინგის შედეგებს წარადგენს.

როგორც „ნიუსპრესს“ინსტიტუტიდან აცნობეს, „ღია საზოგადოება-საქართველოს“ და „ეროვნული უსაფრთხოების არქივის მხარდაჭერით“, ორგანიზაციამ 104 საჯარო დაწესებულების ვებ-გვერდს მონიტორინგი გაუწია.

მონიტორინგის პროცესში ინსტიტუტმა შეაფასა, თუ რამდენად გამჭვირვალე და სრულყოფილია მთავრობის ვებ-გვერდებზე განთავსებული საჯარო ინფორმაცია.

შეხვედრაზე გამჭვირვალობისა და ტექნიკური გამართულობის მიხედვით, საჯარო დაწესებულებების ვებ-გვერდების რეიტინგს წარადგენენ. ასევე, დასახელდება ყველაზე გამჭვირვალე და ტექნიკურად გამართული ვებ-გვერდები.

ბეჭდვა