დამოუკიდებელი ახალგაზრდების ჯგუფმა როლანდ ახალაიას გამყალბებლის მეორე ხარისხის სიგელი გაუგზავნეს
დამოუკიდებელი ახალგაზრდების ჯგუფმა როლანდ ახალაიას გამყალბებლის მეორე ხარისხის სიგელი გაუგზავნეს
14:27 18.09.2012
დამოუკიდებელი ახალგაზრდების ჯგუფმა კამპანიის „გასაყალბებელი კიდევ ბევრიას“ ფარგლებში საქართველოს ფოსტის მეშვეობით, გამყალბებლის  მეორე და მესამე ხარისხის დიპლომები გაუგზავნეს პირებს რომლებიც, მათი თქმით, არჩევნების გაყალბებაში უშუალოდ მონაწილეობენ.

როგორც ჟურნალისტებს ახალგაზრდების ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი აფხაიძემ განუცხადა, გამყალბებლის მეორე და მესამე ხარისხის დიპლომანტებს შორის არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი როლანდ ახალაია, ტყიბულის დეპუტატობის კანდიდატი პავლე კუბლაშვილი და სხვა პირები, რომლებიც საქართველოს მასშტაბით, საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში უშუალოდ არიან ჩართული.

„გასაყალბებელი კიდევ ბევრია“ კამპანიის ფარგლებში, რამდენიმე დღის წინ, გამყალბებლის პირველი ხარისხის სიგელები გავუგზავნეთ ხათუნა გოგორიშვილს, მიხეილ მაჭავარიანს, პეტრე ცისკარიშვილს და სხვა პირებს“ - განაცხადა აფხაიძემ და დასძინა, რომ იმ შემთხვევაში თუ საარჩევნო სიებში არსებული რაღვევები არ აღმოიფხვრება დამოუკიდებელი ახალგაზრდების ჯგუფი გამყალბებლის პირველი ხარისხის დიპლომს ცესკოს თავმჯდომარეს ზურაბ ხარატიშვილს და ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარეს მამუკა კაციტაძეს გადასცემენ.

კამპანია „გასაყალბებელი კიდევ ბევრია“ მეცამეტე დღეა მიმდინარეობს.

ბეჭდვა