საზოგადოებრივ-სამეცნიერო ჟურნალის - „სამი საუნჯის“ სარედაქციო საბჭო ხელისუფლებას სამართლიანი არჩევნებისკენ მოუწოდებს
საზოგადოებრივ-სამეცნიერო ჟურნალის - „სამი საუნჯის“ სარედაქციო საბჭო ხელისუფლებას სამართლიანი არჩევნებისკენ მოუწოდებს
12:42 18.09.2012
საზოგადოებრივ-სამეცნიერო ჟურნალის - „სამი საუნჯის“ სარედაქციო საბჭო მიმართავს ხელისუფლებას უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და არ გახდეს სამოქალაქო დაპირისპირების მიზეზი.

ამ მიმართვას საბჭოს წევრები ხვალ მწიგნობართა ასოციაციაში ჟურნალ „სამი საუნჯის“ მე-5 ნომრის პრეზენტაციაზე გამოაქვეყნებენ.

როგორც ჟურნალის სარედაქციო საბჭო იტყობინება ჟურნალის რუბრიკაში „განათლება“ გაანალიზებულია სასკოლო განათლების რეფორმის შედეგები, რუბრიკაში „ქართლის ცხოვრება“ ქვეყნდება სტატიები - „ხელისუფლების 10 უდიდესი დანაშაული“, „ცოტა რამ ახალციხის „მეჩეთის“ შესახებ, „სამშობლო საფრთხეშია“ და სხვ.

ბეჭდვა