„საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია“(IPS) შესახებ საინფორმაციო ღონისძიება გაიმართება
„საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია“(IPS) შესახებ საინფორმაციო ღონისძიება გაიმართება
08:56 18.09.2012
გერმანიის საელჩო ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) სტიპენდიის პროგრამის - „საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია“(IPS) შესახებ დღეს საინფორმაციო ღონისძიებას გამართავს.

როგორც „ნიუსპრესს“ გერმანიის საელჩოდან აცნობეს, სტიპენდიანტებს ბუნდესტაგის დეპუტატთა ბიუროებში მუშაობის, ასევე, სხვადასხვა ღონისძიებასა და შემეცნებით ექსკურსიაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა აქვთ.

„საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის“ პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა უნივერსიტეტის პირველი კორპუსში, 107-ე აუდიტორიაში შედგება.

ბეჭდვა