ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
20:52 30.11.2020
ტესტირების შედეგად საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კოვიდ-19 დაუდასტურდა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამჟამად, იგი თავს კარგად გრძნობს და მუშაობას სახლიდან, დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.

ტესტირების შედეგად, კოვიდ-19 დაუდასტურდა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძესაც, რომელიც ასევე სახლში გადის მკურნალობას.
ბეჭდვა