ღრმაღელე-ომფარეთის გზის მონაკვეთზე ასფალტის საფარი იგება
 ღრმაღელე-ომფარეთის გზის მონაკვეთზე ასფალტის საფარი იგება
09:42 28.11.2020
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში,  ღრმაღელე-ომფარეთის გზის 1 კილომეტრამდე მონაკვეთზე ასფალტის საფარი იგება.

პროექტის ფარგლებში სოფელ ღრმაღელეში დაგეგმილია 7 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია.
სამუშაოებს შპს "პალადა“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 2 000 000 ლარს შეადგენს.

სოფელ ღრმაღელეში ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი იმყოფებოდა, რომელიც  მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
ბეჭდვა