საქართველოს ეროვნულ არქივს ხვალ ბელგიის ქალაქ გენტის ისტორიული სახლის ფოტოგამოფენებისა და განათლების სფეროს ხელმძღვანელი ანკე ჰაენი ეწვევა.
ეროვნული არქივის ინფორმაციით, ანკე ჰაენი გენტში 2013 წელს დაგეგმილ ერთობლივ გამოფენასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების შესათანხმებლად ჩამოდის, რომლის ექსპოზიციისთვის მასალა ეროვნულ არქივში დაცული დიმიტრი ერმაკოვის ფოტოკოლექციიდან შეირჩევა.
ანკე ჰაენი კინო-ფოტო-ფონო დოკუმენტების არქივში დაცულ მასალას გაეცნობა.
ბელგიის სოციალური ისტორიის ინსტიტუტსა და საქართველოს ეროვნულ არქივს შორის თანამშრომლობა გასულ წელს დაიწყო.
