დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
დედაქალაქის ნაწილს  დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
18:31 26.11.2020
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა კედიას ქუჩის მოსახლეობას, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), მუხიანის II, IVბ მიკრორაიონების და ალეკო გობრონიძის ქუჩის მოსახლეობას, ხოლო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე გმირი კურსანტების და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას აეროდრომის დასახლების I ქუჩის მაცხოვრებლები, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე კი ირაკლი აბაშიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლები.

ბეჭდვა