აღმაშენებლის ხეივანში მოძრაობა შეიზღუდება
აღმაშენებლის ხეივანში მოძრაობა შეიზღუდება
19:11 24.11.2020

სოფელი დიღმისთვის წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობის სამუშაოების პროექტით

გათვალისწინებული სამუშაოები აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, წრიულ სამანქანო ზოლში ჩატარდება.

სამუშაოების მიმდინარეობისას, 25 ნოემბრიდან ერთი დღე-ღამის განმავლობაში, აღნიშნულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. მძღოლებს ავტომობილების მობრუნება მომდევნო წრიულ ზოლში შეეძლებათ.

 

ბეჭდვა