ბრიტანეთის საელჩო საქართველოში მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ჩვილების შვილად აყვანის უკანონო ხელშეწყობასთან დაკავშირებით, არაზუსტს უწოდებს.
როგორც ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საელჩო ქართული მედიით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ ინფორმირებულია.
„მსგავსი ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება. გარდა ამისა, არაზუსტია ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომლების მიმართ გამოთქმული კომენტარები. ბრიტანეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სუროგაციასა და შვილად აყვანასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედება ქართულ და ბრიტანულ კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში იყოს“ - ნათქვამია განცხადებაში.
საელჩოს წარმომადგენლების განცხადებით, საელჩო არაა ინფორმირებული აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმესთან.
