პეკინის გამზირიდან 26 მაისის მოედნის მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდება
პეკინის გამზირიდან 26 მაისის მოედნის მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდება
16:17 07.11.2020
საბურთალოს რაიონში, პეკინის გამზირიდან 26 მაისის მოედნის მიმართულებით, გზის რეაბილიტაცია იწყება.

კერძოდ, პეკინის გამზირის N4 - დან 26 მაისის მოედნის მიმართულებით, ბალანჩივაძის ქუჩამდე მონაკვეთში გზის კაპიტალური სამუშაოები განხორციელდება.

დაგეგმილი სამუშაოების გამო, 8 ნოემბრიდან 15 ნოემბრამდე, აღნიშნულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

ბეჭდვა