თბილისის ანძაზე სარემონტო სამუშაოები განხორციელდება
თბილისის ანძაზე სარემონტო სამუშაოები განხორციელდება
23:00 06.11.2020
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ გარე განათების საექსპლუატაციო დეპარტამენტი თბილისის ანძაზე სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

სამუშაოები, რომლის ფარგლებში, ძველი და ექსპლუატაციიდან გამოსული პროჟექტორები შეიცვლება, ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

მაღალი ხარისხის პროჟექტორებით 40-მდე დაზიანებული სანათი ჩანაცვლდება.

ბეჭდვა