ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიმდინარე აქციის მონაწილე სტუდენტები უნივერსიტეტის შენობაში შევიდნენ.
ამ წუთებში უნივერსიტეტის შენობაში ხმაურია. აქციის მონაწილეები სააქტო დარბაზში იმყოფებიან და უნივერსიტეტიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პედაგოგების დაბრუნებას, სწავლის საფასურის შემცირებას, ასევე, პოლიტიკური გადაწყვეტილებებისგან თავის შეკავებას მოითხოვენ.
სააქტო დარბაზში ასევე, პირველკურსელებიც არიან, სადაც ისინი უნივერსიტეტის რექტორს ალექსანდრე კვიტაშვილს უნდა შეხვედროდნენ.
როგორც სტუდენტმა დიმიტრი ხუსკივაძემ „ნიუსპრესს“ განუცხადა, შარშანდელი 3 ოქტომბრის აქციიდან გამომდინარე, უნივერსიტეტის რექტორს ალექსანდრე კვიტაშვილს სტუდენტებთან ეზოში შეხვედრის შეეშინდა, რის შემდეგაც სტუდენტებს კონკრეტული ფაკულტეტის დეკანები ხვდებიან.
