არჩილ თალაკვაძე რამაზ პატარიძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს
არჩილ თალაკვაძე რამაზ პატარიძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს
17:28 05.11.2020
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე რამაზ პატარიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი მეცნიერის და ჩვენი საზოგადოების გამორჩეული წევრის, რამაზ პატარიძის გარდაცვალების გამო. მან მთელი ცხოვრება ქართული ანბანის შესწავლას და მსოფლიოსთვის მისი უნიკალურობის გაცნობას მიუძღვნა. მისი გარდაცვალება დანაკლისია ქართული ენათმეცნიერებისთვის და მთელი ქვეყნისთვის.

საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ რამაზ პატარიძის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს" - ნათქვამია სამძიმრის წერილში.


ბეჭდვა