5 ნოემბერს მეტეხის გვირაბი რამდენიმე საათით დაიკეტება
5 ნოემბერს მეტეხის გვირაბი რამდენიმე საათით დაიკეტება
18:02 04.11.2020
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მეტეხის გვირაბში გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები, რომლის ფარგლებში, ძველი და ექსპლუატაციიდან გამოსული სანათები გამოიცვლება, 5 ნოემბერს, 00:00-დან 07:00 საათამდე პერიოდში იწარმოებს.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში, მეტეხის გვირაბი ჩაიკეტება, რის გამოც, ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.

ბეჭდვა