დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
17:39 04.11.2020
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა გლდანის მასივის V მიკრორაიონის, სოფელი ზურგოვანას, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღამაშენებლის ხეივნის, ონიანის, რონდელის, ლუბლიანას, ახმეტელის, ჭიაურელის, ბროწეულის, სარაჯიშვილის, ჭედიას, კაჭარავას და ვასაძის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.

ამასთან, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას მაყაშვილის ქუჩის მოსახლეობა.


ბეჭდვა