კასპში ყარაფილა - სარიბარი - ზადიანთკარის ცენტრალურ მაგისტრალთან შემაერთებელი გზის მოასფალტების სამუშაოების II ეტაპი დაიწყო
კასპში ყარაფილა - სარიბარი - ზადიანთკარის ცენტრალურ მაგისტრალთან შემაერთებელი გზის მოასფალტების სამუშაოების II ეტაპი დაიწყო
15:47 04.11.2020
კასპის მუნიციპალიტეტში სოფლების ყარაფილა - სარიბარი - ზადიანთკარის, თბილისი - სენაკი - ლესელიძეს ჩქაროსნულ მაგისტრალთან შემაერთებელი გზის მოასფალტების სამუშაოების II ეტაპი დაიწყო.

პროექტი 2 550 000 ლარის ფარგლებში, დაფინანსებულია რეგიონალური განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ. სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „იბოლია“ ახორციელებს. გზის სიგრძე 4200 გრძივი მეტრია.

აღნიშნული სოფლები ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარეა და პროექტი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. სამუშაოების დასრულების შემდეგ რეაბილიტირებული გზით ისარგებლებს 1000-ზე მეტი ბენეფიციარი.

ბეჭდვა