დავით ზალკალიანი:ტერორიზმი და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვა ერთობლივი ძალებით უნდა დამარცხდეს
დავით ზალკალიანი:ტერორიზმი და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვა ერთობლივი ძალებით უნდა დამარცხდეს
15:46 03.11.2020
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 2 ნოემბერს ვენაში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას ეხმაურება და Twitter-ის საშუალებით მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„შეძრწუნებული ვარ ვენაში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო. ვუსამძიმრებ ავსტრიელ ხალხს და გარდაცვლილთა ოჯახებს და დაზარალებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!“- აღნიშნავს მინიტრი.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით ტერორიზმი უნდა დამარცხდეს მსოფლიოს მასშტაბით.

„ტერორიზმი და ფუნდამენტური უფლებების შელახვა ერთობლივი ძალებით უნდა დამარცხეს და საქართველო მზად არის შეასრულოს ეს მისია თქვენთან ერთად,“ - ნათქვამია მიმართვაში.


ბეჭდვა