მიხეილ ჩხენკელი თვითიზოლაციაში იმყოფება
მიხეილ ჩხენკელი თვითიზოლაციაში იმყოფება
12:28 03.11.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თვითიზოლაციაში იმყოფება - ამის შესახებ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"კორონავირუსი მისი ოჯახის წევრს დაუდასტურდა. მინისტრს არ აღენიშნება კოვიდ 19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები და თავს კარგად გრძნობს. მიხეილ ჩხენკელი საქმიანობას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს" - ნათქვამია განცხადებაში.

ბეჭდვა