საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კორონავირუსი დაუდასტურდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კორონავირუსი დაუდასტურდა
20:43 02.11.2020
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით,  გიორგი გახარია თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს.

როგორც ცნობილია, 31 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაში გადავიდა, ვინაიდან მას ხანგრძლივი კომუნიკაცია ჰქონდა დაცვის თანამშრომელთან, რომელსაც მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებით დაუდგინდა კორონავირუსი.
ბეჭდვა