აღმაშენებლის ხეივანში 8 ნოემბრამდე მოძრაობა შეიზღუდება
აღმაშენებლის ხეივანში 8 ნოემბრამდე მოძრაობა შეიზღუდება
19:16 02.11.2020
სოფელი დიღმისთვის წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 4-დან 8 ნოემბრის ჩათვლით, აღმაშენებლის ხეივნის მიმართულებით, ახმეტელის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

ამჟამად, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები აკაკი ბელიაშვილის ქუჩიდან გიორგი ბრწყინვალეს ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მიმდინარეობს.

ბეჭდვა