საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო
საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო
09:11 17.09.2012
2012-2013 სასწავლო წელი საქართველოს საჯარო სკოლებში დღეიდან დაიწო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, წელს სარეაბილიტაციო  სამუშაოები 527 საჯარო სკოლას ჩაუტარდა. სოციალური პროგრამის ფარგლებში გრძელდება მოსწავლეებისთვის უფასო სახელმძღვანელოების გადაცემაც. წელს 140 ათასი მოსწავლე, 1-დან მე-12 კლასის ჩათვლით, სახელმწიფოსაგან საჩუქრად სასკოლო სახელმძღვანელოებს მიიღებს.

სახელმძღვანელოები გადაეცემათ - სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრებს (70001-ზე ნაკლები ქულით); იმ ოჯახების მოსწავლეებს, სადაც ერთდროულად სამი ან მეტი და-ძმა სწავლობს სკოლაში; 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების შვილებს.

სულ ამ სამი კატეგორიის მოსწავლეებზე ერთ მილიონამდე წიგნი გაიცემა. სახელმძღვანელოები მათ სკოლაში დახვდებათ.

წელს პირველად, სასკოლო სახელმძღვანელოები საქართველოს მასშტაბით 400 სკოლაში გაიყიდება და მაქსიმალური ფასი 10 ლარი იქნება. წიგნების შეძენის შესაძლებლობა მოსწავლეებს 8 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ.

გარდა ამისა, ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელს სკოლაში ნეტბუქი „ბუკი“ დახვდა.

ბეჭდვა