გენდერული თანასწორობის საკითხებზე ექსპერტთა საერთაშორისო შეხვედრა გაიხსნება
გენდერული თანასწორობის საკითხებზე ექსპერტთა საერთაშორისო შეხვედრა გაიხსნება
09:04 17.09.2012
უსაფრთხოების სექტორში გენდერული თანასწორობის პრინციპების ინტეგრირების შესახებ დღეს სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში ექსპერტთა საერთაშორისო  შეხვედრა შეხვედრა გაიხსნება.

შეხვერას საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო, ნატოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით მართავს.

მასზე სხვა ქვეყნებთან ერთად, ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების მიმართულებით საკუთარ მიღწევებს საქართველოც წარადგენს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე რუსუდან კერვალიშვილის განცხადებით, ყურადღება გამახვილდება სექსუალური და გენდერული ძალადობის მსხვერპლთათვის პოლიციის საქმიანობის გაუმჯობესებასა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.

„ქალის როლი უსაფრთხოებაში, განსაკუთრებით კონფლიქტურ ზონებში ძალზე მნიშვნელოვანია. იგივე შეიძლება ითქვას ქალის როლზე შეიარაღებულ ძალებში მონაწილეობასა და მათი წვლილის შესახებ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის რეფორმაში“ - აღნიშნავს კერვალიშვილი.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ შესაბამისი სფეროს ექსპერტები ალბანეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ესტონეთიდან, იტალიიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ავღანეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან და კენიიდან.

ბეჭდვა