87 წლის მამაკაცი გაზქურაზე დაეცა
87 წლის მამაკაცი გაზქურაზე დაეცა
15:35 04.03.2012
87 წლის მამაკაცმა გაზქურაზე დაცემის შედეგად სახეზე მეოთხე ხარისხის დამწვრობა მიიღო.  

იგი თბილისის რეფერალური საავადმყოფოს დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული.

თბილისის რეფერალური საავადმყოფოს დამწვრობის ცენტრის ქირურგის მერაბ ჯანჯღავას განმარტებით, პაციენტს დამწვრობა სახის არეში აღენიშნება.

"მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა, სტაბილური. პაციენტი ინტენსიურ თერაპიულ მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადის, "- განაცხადა მერაბ ჯანჯღავამ.



ბეჭდვა