პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის -„ახალგაზრდა საქართველოს“ წევრებმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
როგორც „ნიუსპრესს“ „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს, პარტიის ახალგაზრდა წარმომადგენლები „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ ინიციატივას შეუერთდნენ, რომელმაც „ახალგაზრდა საქართველოს“ აღნიშნული წინადადებით რამდენიმე დღის წინ მიმართა.
პარტიაში აცხადებენ, რომ ახალგაზრდული ორგანიზაცია მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობას მომავალშიც გეგმავს.
