პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრები ბაგრატის ტაძრის კურთხევას დაესწრნენ. როგორც „ნიუსპრესს“ პარტიიდან აცნობეს, „თავისუფალი საქართველოს
“ ლიდერებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ტაძრის კურთხევაზე მიწვევა გაითვალისწინა და მას სრული შემადგელობით დაესწრო.
ბაგრატის ტაძარი დღეს პატრიარქმა აკურთხა. კურთხევის ცერემონიასა და წირვა-ლოცვას პრეზიდენტი და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
