მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი ვანდალიზმში მონაწილეთა დასჯას ითხოვს
მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი ვანდალიზმში მონაწილეთა დასჯას ითხოვს
15:08 16.09.2012
საქართველოს მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა ქაშვეთის ეკლესიის ეზოს კედელზე წმ. ნინოს ფემინისტური კარიკატურის დახატვის გამო, საპროტესტო აქცია გამართა.

როგორც აქციის ორგანიზატორმა ევგენი მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ტაძრის ეზოს კედელზე წმ. ნინოს ფემინისტური კარიკატურის გამოსახვა რუსეთსა და უკრაინაში ჩატარებული ვანდალური აქტების გამოხმაურება და გაგრძელებაა, რაც რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.

აქციის მონაწილეებმა საქართველოს სახალხო დამცველისა და იუსტიციის მინისტრისადმი სპეცილაური მიმართვა შეიმუშავეს, რომლის საშუალებითაც დამნაშავეების გამოვლენას და დასჯას მოითხოვენ.

ევგენი მიქელაძის თქმით, მომხდარი ვანდალური აქტი მკრეხელობის გარდა, კრიმინალიცაა, რადგან ადგილი აქვს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას და ეკლესიის ფასეულობებზე თავდასხმას.

„აუცილებელია, დამნაშავეები გამოვლინდნენ, რათა მომავალში აცილებული იქნას ნებისმიერი სოციალური კონფრონტაცია მოსახლეობის ჯგუფებს შორის. ამის არგამოძიება კიდევ უფრო თამამ ვანდალიზმზე წაახალისებს დამნაშავეებს, ეს კი, საბოლოოდ შესაძლოა, სერიოზულ სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს“ - განაცხადა ევგენი მიქელაძემ.

მისივე ცნობთ, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი სოციალური ქსელის საშუალებით შეიკრიბა და დღევანდელი აქციაც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაიგეგმა.

ბეჭდვა