სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სრულიად საქართველოს ფოთის საკათედრო ტაძრის კურთხევაზე იწვევს.
როგორც უწმინდესმა ბაგრატის ტაძარში, საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ფოთის საკათედრო ტაძრის კურთხევა მომავალ კვირას, 23 სექტემბერს გაიმართება.
„მომავალ კვირას, 23 რიცხვში, ფოთის საკათედრო ტაძარი ეკურთხება. მე ასევე ყველას, პოზიციას, ოპოზიციას და მთელ საქართველოს გიწვევთ ამ დიდებულ ზეიმზე“ - ბრძანა პატრიარქმა.
ხელისუფლების, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიისა და საზოგადოების წარმომადგენლები დღეს ქუთაისში, განახლებულ ბაგრატის ტაძარში, ტაძრის კუთხევასა და წირვა-ლოცვას დაესწრნენ.
