მეუფე კალისტრატემ პატრიარქი და პრეზიდენტი დააჯილდოვა
მეუფე კალისტრატემ პატრიარქი და პრეზიდენტი დააჯილდოვა
13:25 16.09.2012
მეუფე კალისტრატემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე  და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააჯილდოვა.

ბაგრატის ტაძარში საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ მეუფე კალისტრატემ პატრიარქს მარგალიტებით შემკული ღვთისმშობლის ხატი გადასცა, ხოლო პრეზიდენტს - ჯვრის ფორმის, იესოს, იოანე ნათლისმცემლისა და ღვთისმშობლის გამოსახულებიანი ხატი.

„ნიშნად დიდი მადლიერებისა, მინდა ეს ხატი გადმოგცეთ, იმისთვის, რომ თქვენ ერთადერთმა, საკუთარი ხელით დაადგით ჯვარი ერთიანი საქართველოს სიმბოლოს“ - აღნიშნა მეუფე კალისტრატემ.

ხატთან ერთად, მან პრეზიდენტს ქუთაისში დამზადებული, დავით აღმაშენებლის მედალიონიც გადასცა.

ბეჭდვა