პატრიარქმა პრეზიდენტის სახელით, ოპოზიცია ბანკეტზე მიიწვია
პატრიარქმა პრეზიდენტის სახელით, ოპოზიცია ბანკეტზე მიიწვია
12:56 16.09.2012
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბაგრატის ტაძრის აღდგენასთან დაკავშირებით, ოპოზიცია ბანკეტზე მიიწვია. მიწვევა ოპოზიციის წარმომადგენლებს ტაძარში  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გადასცა.

მან კიდევ ერთხელ მიულოცა სრულიად საქართველოს ტაძრის აღდგენა და გახსნა და აღნიშნა, რომ დღეს მთელი საქართველო ბაგრატის ტაძარმა გააერთიანა.

„აქ იმყოფებიან პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და წევრები, აქ ბრძანდებით თქვენც, ოპოზიციური პარტიების წარმომადგელები. მივმართავ ოპოზიციას, მე მინდა გადმოგცეთ - პრეზიდენტის სახელით თქვენ მოწვეული ბრძანდებით ბანკეტზე“ - ბრძანა პატრიარქმა.

განახლებული ბაგრატის ტაძარი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. დღესვე, ტაძარი ეკურთხა და პატრიარქმა ბაგრატში წირვა-ლოცვა აღადგინა.

საღმრთო ლიტურგიას ესწრებოდნენ როგორც პრეზიდენტი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ასევე, ოპოზიციური პარტიების თითქმის სრული სპექტრი და საზოგადოება.

ბეჭდვა