ბაგრატის ტაძარში წირვა-ლოცვა მიმდინარეობს
ბაგრატის ტაძარში წირვა-ლოცვა მიმდინარეობს
10:14 16.09.2012
ბაგრატის ტაძრის კურთხევასთან დაკავშირებით, ამ წუთებში ტაძარში წირვა-ლოცვა მიმდინარეობს. იქ იმყოფება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი  და უნეტარესი ილია მეორე, ტაძრის კურთხევა კი, უახლოეს წუთებში დაიწყება.

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 12:00 საათისთვის ელოდებიან.

რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, ბაგრატში უკვე იმყოფებიან კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ზვიად ძიძუგური, მანანა კობახიძე და გუბაზ სანიკიძე, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან“ ბაჩუკი ქარდავა და გურამ ჩახვაძე, წირვა-ლოცვას ესწრებიან ასევე „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრები, „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლები და სხვა პარტიები.

დღევანდელი წირვა-ლოცვისა და ტაძრის კურთხევის ცერემონიის შემდეგ განახლებული ბაგრატის ტაძარი ოფიციალურად გაიხსნება. მისი რეკოსტრუქცია 2009 წელს დაიწყო.

სრულიად საქართველოს - ხელისუფლებას, ოპოზიციასა და საზოგადოებას ბაგრატის ტაძარში დღევანდელ წირვა-ლოცვაზე დასწრებისკენ გასულ კვირას პატრიარქმა მოუწოდა. 

ბეჭდვა