დღეს ბაგრატის ტაძარს აკურთხებენ
დღეს ბაგრატის ტაძარს აკურთხებენ
08:42 16.09.2012
ქუთაისში დღეს ბაგრატის ტაძარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II აკურთხებს. როგორც „ნიუსპრესს“ საპატრიარქოში განუცხადეს, ტაძრის  კურთხევის შემდეგ პატრიარქი საზეიმო წირვას ჩაატარებს.

ტაძრის კურთხევის ცერემონიას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დაესწრებიან.

პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას ტაძრის კურთხევაზე დასწრებისკენ მთელ საქართველოს მოუწოდა. ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა ცერემონიაზე მისვლის თანხმობა უკვე განაცხადეს.

ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქტია პრეზიდენტის ინიციატივით 2009 წელს დაიწყო.


ბეჭდვა