სურსათის ეროვნულმა საგენტომ გურიაში, ბავშვების მასობრივად მოწამვლის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო
სურსათის ეროვნულმა საგენტომ გურიაში, ბავშვების მასობრივად მოწამვლის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო
22:49 18.10.2020
გურიის საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა სავარაუდო ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, არაგეგმური ინსპექტირების ფარგლებში დადგინდა სურსათის მიმწოდებლები, რომლებიც საბავშვო ბაღებს 8 დღის მარაგს აწვდიან; გაიცა დამატებითი მითითებები გენერალური რეცხვა-დეზინფექციისა და პერსონალის ენტერობაქტერიებზე კვლევის შესახებ; ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სურსათის ნიმუშები, რომელთა ლაბორატორიული დასკვნა მიღებისთანავე გასაჯაროვდება.


ბეჭდვა