ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გამოაცხადებული ფოტოკონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გამოაცხადებული ფოტოკონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
17:11 18.10.2020
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გამოაცხადებული ფოტოკონკურსის - "ვეტერანის" გამარჯვებული ავტორები დაჯილდოვდნენ. მათ, საჩუქრები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ გადასცა და გამარჯვება მიულოცა.

ფოტოკონკურს "ვეტერანის“ პირველი ადგილის მფლობელი გახდა - გიორგი ბერძენიშვილი, მე-2 ადგილისა - ბუკა ობოლაძე, მესამე ადგილი კი ნინა გელაშვილის ფოტომ მოიპოვა. ხოლო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რჩეული ბაჩანა მერაბიშვილის ფოტო გახდა.

აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 35 -მა ფოტომ და 18-მა ავტორმა. კონკურსში მონაწილე 12 რჩეული ფოტო, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2021 წლის ბრენდირებულ კალენდარში დაიბეჭდება.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური კიდევ ერთხელ ულოცავს ფოტოების ავტორებს გამარჯვებას.
ბეჭდვა