საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ
ჩხენკელმაივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პროგრამების პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა.
რეგიონში პირველად თსუ-ს ორმა პროგრამამ ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) აკრედიტაცია მიიღო. ღონისძიებას აშშ-ს ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ქეთრინ შვაიცერიდა აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მიხეილ ჩხენკელი: „მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, მივულოცო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ორი საგანმანათლებლო პროგრამის ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) აკრედიტაციის მიღება, რაც დიდი მიღწევაა საქართველოს აკადემიური სივრცისათვის. ჩვენი მისწრაფებაც სწორედ ეს არის, რომ ყველა პროგრამა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტს და მათი კურსდამთავრებულები იყვნენ კონკურენტუნარიანები მსოფლიო მასშტაბით. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ყოველთვის დაუჭერს მხარს ამგვარ მნიშვნელოვან აკადემიურ ინიციატივებს.
აქვემინდა ვისარგებლო შემთხვევით და გულითადი მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მრავალწლიანი მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვისსაქართველოს განათლების სისტემის გაძლიერების კუთხით.“
ABET-ის აკრედიტაცია მიიღო ორმა პროგრამამ: ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია და კომპიუტერული მეცნიერებები. შესაბამისად,ამ პროგრამების კურსდამთავრებულები საერთაშორისო აღიარების მქონე დიპლომს მიიღებენ, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არის კონკურენტუნარიანი.
აღსანიშნავია,რომ თსუ არის პირველი უნივერსიტეტი ABET-ის ისტორიაში, რომელმაც პირველივე ჯერზე მიიღო ამერიკული აკრედიტაცია. თსუ-ს საბაკალავრო პროგრამა ქიმიაში პირველია საქართველოში, რომელმაც ამერიკის ქიმიური საზოგადოების (ACS) სერტიფიცირება მიიღო. საქართველო 24-ე ქვეყანაა, სადაც ACS-ის წარმომადგენლობა გაიხსნა.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ პროგრამების საერთაშორისო აღიარებაში შეტანილი წვლილისათვის თსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი უნივერსიტეტის მედლებითა და მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
