მერიამ იმ შენობების ჩამონათვალი განსაზღვრა, რომელზეც საარჩევნო პლაკატების განთავსება იკრძალება
მერიამ იმ შენობების ჩამონათვალი განსაზღვრა, რომელზეც საარჩევნო პლაკატების განთავსება იკრძალება
19:16 14.09.2012
თბილისის მერიამ იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი განსაზღვრა, რომელზეც საარჩევნო პლაკატების განთავსება იკრძალება.

როგორც „ნიუსპრესს“ მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, პლაკატების გაკვრა ქალაქის ისტორიულ ნაწილში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, რეაბილიტირებულ შენობებზე, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების შენობებზე დაუშვებელია.

თბილისის მერია პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს არ გააკრან საარჩევნო პლაკატები ახლად რეაბილიტირებულ ისტორიულ შენობა-ნაგებობებზე, რათა მათი იერსახე არ დამახინჯდეს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის მერიამ საარჩევნო კოდექსის მოთხოვნის შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ქალაქში საარჩევნო პლაკატების გაკვრის წესი მიმდინარე წლის ზაფხულში დაარეგულირა. გამოიყო ადგილები, სადაც დამონტაჟდა სპეციალური სტენდები. სტენდებით სარგებლობა კი, ყველა საარჩევნო სუბიექტს თანაბრად შეუძლია.


ბეჭდვა