ლევან დავითაშვილი შვედეთის ელჩს შეხვდა
ლევან დავითაშვილი შვედეთის ელჩს შეხვდა
14:46 08.10.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, შვედეთის სამეფოს ელჩს საქართველოში, ულრიკ ტიდესტრომს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა ელჩს, შვედეთის სამეფოს მიერ გარემოსდაცვითი მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისთვის და ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში ნარჩენების მართვის კუთხით მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებზე. საუბარი ცირკულარული ეკონომიკის, დაცული ტერიტორიებისა და ტყის სექტორის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები: ნინო თანდილაშვილი, სოლომონ პავლიაშვილი და შესაბამისი დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


ბეჭდვა