საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ნაწილაკების ფიზიკის საერთაშორისო საინფორმაციო ჯგუფთან (IPPOG) ითანამშრომლებს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ნაწილაკების ფიზიკის საერთაშორისო საინფორმაციო ჯგუფთან (IPPOG) ითანამშრომლებს
00:11 06.10.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ნაწილაკების ფიზიკის საერთაშორისო საინფორმაციო ჯგუფს (IPPOG) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ხელმომწერები მინისტრი მიხელ ჩხენკელი და IPPOG-ის თავმჯდომარეები, დოქ. სტივენ გოლდფარბი და პროფ. პედრო აბრეუ, არიან.

ნაწილაკების ფიზიკის საერთაშორისო საინფორმაციო ჯგუფი (IPPOG) წარმოადგენს CERN-ის სასწავლო-საგანმანათლებლო კოლაბორაციას, რომლის მიზანია სამეცნიერო ცხოვრების პოპულარიზაცია და სამეცნიერო აღმოჩენებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების ფართო საზოგადოებამდე მიტანა. IPPOG-ის ქსელში ჩართული არიან მეცნიერები, პროფესორ-მასწავლებლები და კომუნიკაციის სპეციალისტები, რომლებიც მთელ მსოფლიოში მუშაობენ არაფორმალური მეცნიერების სწავლებისა და ნაწილაკების ფიზიკის საკითხებზე.

IPPOG-თან (International Particle Physics Outreach Group) გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე საქართველოს ყველა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას მიეცემა შესაძლებლობა, ჩაერთოს კოლაბორაციის საქმიანობაში.

IPPOG-ისთავის საქმიანობას ახორციელებს CERN-ის – როგორც საერთაშორისო ლაბორატორიის ბაზაზე, ამ ეტაპზე თანამშრომლობს 26 ქვეყანასთან დამუშაობს 6 ექსპერიმენტულ პროექტზე.

ბეჭდვა