განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გურამ ბერიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გურამ ბერიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
12:29 05.10.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მეცნიერის, მათემატიკოსის, კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და პოლიტიკოსის გურამ ბერიშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, კოლეგებს და სრულიად საზოგადოებას.

კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ ბერიშვილი სამეცნიერო საქმიანობას 1962 წლიდან ეწეოდა. იყო საქართველოში კატეგორიათა თეორიის განვითარების ინიციატორი, სამეცნიერო შრომებისა და არაერთი სახელმძღვანელოს ავტორი.
ბეჭდვა