არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „ჩვენი უფლებებისათვის“ საზოგადოებრივ მაუწყებლის ეგზიტპოლს უნდობლობას უცხადებს.
როგორც „ნიუსპრესს“ კოალიციიდან „ჩვენი უფლებებისათვის“ აცნობეს, „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ საპარლამენტო არჩევნებისთვის ეგზიტპოლის ჩატარება, გერმანული კვლევების კომპანიას GFK-ს დაუკვეთა.
კოალიციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ორგანიზაცია კენჭისყრის დღეს საქართველოს მაშტაბით 200-ზე მეტ საარჩევნო უბანზე გამოკითხვას ჩაატარებს და სულ 25 000 რესპოდენტი გამოიკითხება.
„ეგზიტპოლის ჩატარება დემოკრატიულ ქვეყნებში, პოზიტიური მოვლენაა, რომელიც არჩვენების შედეგების შესახებ რეალობასთან მიახლოვებულ სურათს იძლევა. თუმცა, როგორ ჩატარდება სააკაშვილის რეჟიმის პირობებში ეგზიტპოლები, ამის პროგნოზირება ადვილად შესაძლებელია, ამიტომ, აუცილებელია არჩევნების დღეს, ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა არამარტო ხმის მიცემის და ხმების დათვლის პროცესზე, არამედ ეგზიტპოლის პროცედურაზეც განვახორციელოთ შესაბამისი მონიტორინგი“- აცხადებენ კოალიციაში „ჩვენი უფლებებისთვის“.
