ეკონომიკის სამინისტროსთან აქცია სახელწოდებით „პუტინის ბენდუქიძე“ გაიმართა
ეკონომიკის სამინისტროსთან აქცია სახელწოდებით „პუტინის ბენდუქიძე“ გაიმართა
14:44 14.09.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ეკონომიკის სამინისტროსთან აქცია სახელწოდებით „პუტინის ბენდუქიძე“ გამართა.

როგორც ჟურნალისტებს ორგანიზაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მურმან პატარაიმ განუცხადა, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დღეისთვის მხოლოდ ნოტარიუსის ფუნქცია გააჩნია და მას რეალურად ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე მართავს.

„მაშინ, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად ხელს იშვერენ „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მისამართით, რომ თითქოს ის რუსული პროექტია, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დღემდე პუტინის ხელდასმული კახა ბენდუქიძე მართავს, რომელმაც ქართული კომპანიების უდიდესი ნაწილი სწორედ, რუსეთს მიყიდა“ - აღნიშნა პატარაიამ.

კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ იმ გაყიდული ობიექტების სია წარმოადგინა, რომლებიც მათი თქმით, ხელისუფლებამ, სწორედ რუსეთს მიყიდია.

ბეჭდვა