გენადი მარგველაშვილი: ყველაზე დიდი პოლიტიკა ის არის, როდესაც ვღებულობთ სკოლაში ღირსეულ პედაგოგს, ინსტიტუტში ღირსეულ პროფესორს და ბავშვები დიდ წარმატებებს აღწევენ
გენადი მარგველაშვილი: ყველაზე დიდი პოლიტიკა ის არის, როდესაც ვღებულობთ სკოლაში ღირსეულ პედაგოგს, ინსტიტუტში ღირსეულ პროფესორს და ბავშვები დიდ წარმატებებს აღწევენ
16:31 29.09.2020
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გენადი მარგველაშვილმა პლენარულ ქართველი მოსწავლეების წარმატებებზე ისაუბრა, რომელსაც მათ ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე მოიპოვეს.

„ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ჩვენმა ბავშვებმა ორი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. მათ მხარი აუბა მნათემატიკოსების გუნდმაც, 1 ოქრო 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო და ამასთან ერთად სიგელიც. საერთო ჯამში 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედლით ჩვენმა გუნდმა დაიკავა მერვე ადგილი ისეთი ქვეყნების შემდეგ როგორებიც არიან ჩინეთი, ამერიკა, იაპონია, კორეა, რუსეთი, ირანი" - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

მან სხდომაზე ის მოსწავლეები დაასახელა, რომლებმაც ასე ასახელეს ქვეყანა (მიხეილ კვინიკაძე, ზაურ ბოკელავაძე, ანა ონოფრიშვილი, ლუკა მუშკუდიანი, არჩილ ბასაძიშვილი, თეიმურაზ თოლორაია და ნიკოლოზ ბირკაძე).

მისი თქმით, სასიხარულოა, რომ წელსვე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დაიწყო ფუნქციონირება და ინფორმატიკა და მათემატიკა სწორედ ის მიმართულებებია, როდესაც ამ წარმატებულ მოსწავლეებს აღარ მოუწევთ სხვა საერთაშოროისო უნივერსიტეტებში ჩაბარება, (თუმცა გზა სხნილი აქვთ ამ მიმართულებითაც) და შესაძლებლობა აქვთ სამომავლოდ, მაღალი მოტივაციით საკუთარ ქვეყანაშიც გააგრძელონ საქმიანობა და შექმნან ის ინტელექტუალური პოტენციალი, რომელიც აუცილებელია ქვეყნის გაძლიერებისთვის.​


ბეჭდვა