ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით უფასო ვაქცინაციის აქცია გაიმართება
ცოფთან  ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით უფასო ვაქცინაციის აქცია გაიმართება
16:09 26.09.2020
კვირას, 27 სექტემბერს, სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, 11-დან 15 საათამდე სააგენტოს ვეტერინარები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარებენ შინაური ბინადარი ცხოველების - ძაღლებისა და კატების უფასო ვაქცინაციას.

ახალი კორონავირუსით (COVID-19) შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ღონისძიება ტარდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის უზრუნველყოფისათვის დადგენილი რეკომენდაციების გათვალისწინებით.


მისამართი: თბილისი - ვაკე, მრგვალი ბაღი; ვარკეთილის დასახლება 3, მიკრორაიონი IIIა, კორპ. 325-ის მიმდებარედ არსებული სკვერი.

რეგიონების ლოკაციების შესახებ ინფორმაცია იხილეთ სურსათის ეროვნული სააგენტოს ფეისბუკგვერდზე: https://www.facebook.com/events/2051331081665887
ბეჭდვა