ისრაელის ელჩი ზუგდიდში იმყოფებოდა
ისრაელის ელჩი ზუგდიდში იმყოფებოდა
18:46 24.09.2020
ისრაელის ელჩი საქართველოში, რან გიდორი ზუგდიდს ესტუმრა.
ისრაელის ელჩი, MASHAV-ის (ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო) ცენტრის დირექტორთან საქართველოში (Mashav in Georgia), გიორგი ჟღენტთან და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის (CCR) ხელმძღვანელ, იან ბლინკასთან ერთად ზუგდიდის სკრინინგ ცენტრს ეწვია. ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებშიამ ორგანიზაციების სახელით ცენტრს საჭირო სამედიცინო აღჭურვილობა გადაეცა.

ღონისძიების შემდეგ ელჩი ადგილობრივი მას-მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ აღნიშნული ჰუმანიტარული აქტივობის შესახებ ესაუბრა, ხაზი გაესვა კიბოს პრევენციისა და სკრინინგის მნიშვნელობას.

ისრაელის ელჩის, რან გიდორის სამეგრელო-ზემო სვანეთშივიზიტის დროს შეხვედრა შედგა რეგიონის შალომ კლუბის წევრებთან. არასამთავრობო ორგანიზაცია Shalom Club ისრაელის MASHAV-ის (ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო) პროგრამის კურსდამთავრებულთა გაერთიანებაა, რომლის მიზანი ისრაელის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და ცოდნის გაზიარებაა. საქართველოდან უკვე 1 500-ზე მეტმა სპეციალისტმა გაიარა ტრენინგი ისრაელში სოფლის მეურნეობის, განათლების, ჯანდაცვის, ქალთა უფლებების, ინოვაციებისა და მეწარმეობის სფეროებში. ,,შალომ კლუბები“ თბილისში, გურიაში, შიდა და ქვემო ქართლსა და ახლა უკვე სამეგრელოში ფუნქციონირებს. ისრაელის ელჩმა სამეგრელოს ,,შალომ კლუბს“ დარეგისტრირება მიულოცა და მომავალი წარმატებები უსურვა.

ბეჭდვა