საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო რეგისტრაცია დასრულდა
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო რეგისტრაცია დასრულდა
10:48 14.09.2012
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო რეგისტრაცია დასრულდა.

მონაცემები ჯერ სიების დაზუსტების უზრუნველყოფის სახელმწიფო კომისიას, ხოლო შემდეგ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაეცემა.

უკვე ცნობილია, რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ 45 საარჩევნო უბანი გაიხსნება. საარჩევნო უბნები გაუქმდა ირანსა და იორდანიაში, ვინაიდან ამ ქვეყნებში საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა 20-ზე ნაკლებია.

საკონსულო აღრიცხვაზე მყოფთაგან აქტიური საარჩევნო უფლება 42 613 ამომრჩეველს აქვს. 10 სექტემბერის მონაცემებით, საკონსულო-საარჩევნო რეგისტრაცია 1 409 ამომრჩეველმა გაიარა. ამ ციფრს ბოლო დღეებში რეგისტრირებულთა რაოდენობა დაემატება.



ბეჭდვა