თემაზე - „ეკომიგრაცია საქართველოში“ სამუშაო შეხვედრა შედგება
თემაზე - „ეკომიგრაცია საქართველოში“ სამუშაო შეხვედრა შედგება
09:34 14.09.2012
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ოფისში, თემაზე „ეკომიგრაცია საქართველოში“, დღეს სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ორგანიზაცია „ბორჯღალის“ თავმჯდომარე ილია გუჩმანიძე ეკომიგრანტთა ჩასახლების ადგილებში არსებული ვითარების შესახებ პრეზენტაციას გამართავს.
პრეზენტაციის შემდეგ, მიგრაციის საკითხთა სამოქალაქო კოალიციის განვითარების გეგმებზე და ხელისუფლებასთან დიალოგის შესაძლებლობებზე დისკუსია გაიმართება.
ორგანიზაცია „ბორჯღალი“, „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის” (EWMI) ფინანსური მხარდაჭერით და კავკასიის გარემოსაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან (CENN) პარტნიორობით პროექტს - „ადვოკატირება ეკომიგრანტთა ინტერესებისათვის“ ახორციელებს.
ინიციატივის ფარგლებში, მიმდინარე წლის 18-24 ივლისს, საქართველოს 4 რეგიონის 13 სოფელში ექსპედიცია მოეწყო, რომლის მიზანი ეკომიგრანტთა ჩასახლების ადგილებში ცხოვრების პირობების შესწავლა და ძირითადი საჭიროებების განსაზღვრა იყო.

ბეჭდვა