ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“ დღეს სასტუმრო „ვერე პალასში“ თემაზე - „ენერგეტიკის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“ დისკუსიას გამართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ ასოციაციიდან აცნობეს, შეხვედრაში მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლები მიიღებენ.
ისინი საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარების აქტუალურ საკითხებზე პოლიტიკური გაერთიანებების ხედვას წარმოადგენენ.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და დაინტერესებულ საზოგადოებას საშუალება ექნებათ მათთვის საინტერესო საკითხებზე პოლიტიკოსებს კითხვები დაუსვან.
შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“, „ნაციონალური მოძრაობის“, კოალიცია „ქართული ოცნების“ და „ლეიბორიტული პარტიის“ წარმომადგენლები არიან მიწვეული.
მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა იმ შეხვედრათა ციკლიდან პირველია, რომელსაც „მწვანე ალტერნატივა“ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ გაერთიანებებთან წინასაარჩევნოდ გამართავს.
შეხვედრების მიზანი პოლიტიკურ გაერთიანებებსა და სამოქალაქო სექტორს შორის გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების პერსპექტივებზე დიალოგის ხელშეწყობა, ასევე, ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში ამომრჩეველთა დახმარებაა.
