გორის, კასპისა და დუშეთის რაიონის რამდენიმე სოფელს დღეს ელექტროენერგია შეეზღუდება.
კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, 12:00-დან 18:00 საათამდე ენერგომომარაგება გორის რაიონის სოფელ ხურვალეთს, შავშვებს, ზეღდულეთს და მიმდებარე 5 სოფლის მოსახლეობას - საერთო ჯამში 1 839 აბონენტს არ ექნება.
შეზღუდვა 10.00–დან 18.00 საათამდე დუშეთის რაიონის სოფლებს - ბაგიჭალა, წითელი სოფელი, მლაშე და ოძისი - საერთო ჯამში 2 120 აბონენტს და კასპის რაიონის სოფლებს - თეზი და ნინოწმინდა - საერთო ჯამში 2 860 აბონენტს შეეხება.
