აბიტურიენტებს ხელახალი ონლაინ რეგისტრაციის ვადა ხვალ ეწურებათ
აბიტურიენტებს ხელახალი ონლაინ რეგისტრაციის ვადა ხვალ ეწურებათ
19:21 13.09.2012
აბიტურიენტებს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებში დადგენილი ზღვარი გადალახეს ხელახალი რეგისტრაციის ვადა ხვალ ეწურებათ.

განათლების სამინისტრომ იმ აბიტურიენტებს, რომელთაც 4 გამოცდაში დადგენილი ზღვარი გადალახეს და მაღალი ქულები მიიღეს, ხელახალი არჩევანის გაკეთებისა და უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრის შესაძლებლობა მისცა.

წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებით საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში 24 000 აბიტურიენტი ჩაირიცხა. ზოგიერთ პროგრამაზე საკმაოდ მაღალი კონკურსის გამო აბიტურიენტთა ნაწილი, რომელთაც დადგენილი ზღვარი გადალახეს და მაღალი ქულები მიიღეს, უმაღლეს სასწავლებლებში ვერ მოხვდნენ. შესაბამისად, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში დარჩენილია ვაკანტური ადგილები.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ხელახალი ონლაინ რეგისტაცია მხოლოდ აღნიშნული კატეგორიის აბიტურიენტებისთვის 11 სექტემბრიდან დაიწყო და ხვალ დასრულდება.

ბეჭდვა