დედაქალაქის მოსახლეობას დღეიდან N116 სამარშრუტო ხაზი ემსახურება, რომელიც მაისურაძის ქუჩიდან, კერძოდ კი, გლდანის VII-VIII მიკრო
რაიონების შემაერთებელი გზიდან, „თბილისი მოლის“ მიმართულებით იმოძრავებს.
როგორც „თბილისის მიკროავტობუსის“ განცხადებაშია ნათქვამი, შეიცვალა სამი სამარშრუტო ხაზიც, რომლებიც ასევე, აღნიშნულ სავაჭრო ცენტრამდე გადაადგილდებიან.
კერძოდ, N51 მიკროავტობუსი პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან, ხოლო N117 ვაზისუბნის I მ/რ-დან ,,თბილისი მოლის“ მიმართულებით იმოძრავებენ. რაც შეეხება N44-ს, იგი აღმაშენებლის ხეივნის გავლით, ზაჰესისკენ მიმავალ მგზავრებს მოემსახურება.
კომპანიის ინფორმაციით, ახალი სამარშრუტო ხაზების გახსნა სექტებრის შუა რიცხვებამდე დასრულდება.
„თბილისის მიკროავტობუსმა“ თბილისში არსებული სამარშრუტო ხაზების ახალი, „ფორდის“ მარკის მიკროავტობუსებით დაკომპლექტების პროცესი მიმდინარე წლის ივლისში დაასრულა.
